|
2020-04-02 16:47:03, 1094 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - მთელი სისტემა კვლავაც მზადაა საბრძოლველად
„სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ბოლო პერიოდში, მიმართავენ“, - ასე გაგამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი“, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. „შექება ჩვენთვის უცხო არ არის, და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად - მთელი სისტემა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)