|
2020-04-02 13:23:03, 1036 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ყველა ბიზნესს მივმართავ, რომ ცხოვრება რეკომენდაციების დაცვით უნდა ვისწავლოთ
„ბიზნსესს მივმართავ, რომ ცხოვრება ამ წესების დაცვით უნდა ვისწავლოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს რთული იქნება, მაგრამ მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესებმა შემდგომში შეძლონ მუშაობის გაგრძელება. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსთან ბრძოლის პრეკრიზისულ პერიოდში და აქედან გამომდინარე გამკაცრდა ჩვენი მიდგომები. რადგან დავრწმუნდეთ, რომ ვმართავთ ამ პრობლემას და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. 31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი, ეს გავრცელდა ეკონომიკურ საქმიანობას და ბიზნესზეც. ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ვითარებას, რადგან მიმართულია ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების დაცვისკენ, რომელიც ამ ბიზნესებში არიან დასაქმებულნი. აქცენტს ვაკეთებთ გაიდლაინების და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე, ყველა ბიზნსესს მივმართავ, რომ ცხოვრება ამ წესების დაცვით უნდა ვისწავლოთ. არის ძალისხმევასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი მუშაობის წინაპირობა“, - განაცხადა ნათიაა თურნავამ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)