00:46 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 19:01:10, 1299 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი საქართველოს მთავრობას - ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს

რეისების შეთავაზება ძალაშია, თქვენი არაფერი გვინდა, გარდა ერთისა, თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, მას საზღვაგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსასყიდლოდ ჩამოყვანა უნდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი თავისი „ხუშტურების“ გამო, გიორგი გახარიას ამის უფლებას არ აძლევს.

„საქართველოს მთავრობას! ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები იაფად გაიყიდებოდა. მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა. დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?!

გუშინ, 31 მარტს, ვარშავიდან დანიშნული გვქონდა პირველი რეისი უკრაინული „სკაიაპის“, რომელსაც უნდა წამოეყვანა გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი 190-მდე ჩვენი თანამემამულე უფასოდ. საერთოდ, მზად ვართ, თვითმფრინავებით ევროპიდან ჩამოვიყვანოთ 5 ათასი ადამიანი, მოველაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი დაგიჯდებათ, პირდაპირ აეროპორტიდან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მივიყვანთ სასტუმროებში და იქ იქნებიან ორი კვირა, რომ საფრთხე არავის შეუქმნან. ეს ხალხი გაუსაძლის პირობებშია, საჭმლის ფული არ აქვთ, ქუჩაში არიან გამოყრილები, ეს ელემენტარულად საკუთარი ქვეყნის პატივისცემააა“,-აცხადებს სააკაშვილი.

ის ხელისუფლებას მიმართავს, საკუთარ თავს სცენ პატივი, რადგან ასეთი საქციელით „საქართველოს საბოლოოდ თავი ეჭრება“

„ასე არ შეიძლება, საკუთარ ხალხს მოექცეთ. რეისების შეთავაზება ძალაშია. თქვენი არაფერი გვინდა, გარდა ერთისა, თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა. მინდა მივმართო ემიგრანტებს, გამოაფხიზლეთ ეს მთავრობა, გაუგზავნეთ წერილები, მოსთხოვეთ საელჩოებს, დაუშვან რეისები, უფასოდ მიგვყავხართ საქართველოში, უბრალოდ ივანიშვილი თავისი „ხუშტურების“ გამო, გახარიას ამის უფლებას არ აძლევს. მოვხსნათ ეს საკითხი და ყველაფერი გამოგვივა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics