|
2020-04-01 13:20:42, 1340 ნახვა
კომენტარი
გაბუნია ახალ ალგორითმზე - ალგორითმში განსაზრვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი ალგორითმი ითვალისწინებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებას სამი კონკრეტული ადამიანის ჯგუფისთვის. მისი თქმით, ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. "ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა, იმის რომ ე.წ ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში და მისი შეფასება კორონავირუსზე", - ამბობს გაბუნია. „ალგორითმში განსაზრვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვისაა, ეს გახლავთ პირველ რიგში სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს და გამოხატული აქვთ კლინიკური სიმპტომები და ასევე მნიშვნელოვანია ტესტირების შესაძლებლობა შევქმნათ იმ პირებისთვის, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი. ამრიგად, ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით, ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა, იმის რომ ე.წ ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში და მისი შეფასება კორონავირუსზე. ალგორითმი გამოყოფს ტესტირების პრინციპებსა და მიდგომარებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ითვლება, რომ არის მაღალი რისკის, ამას მიეკუთვნება კონტაქტები სამედიცინო პერსონალი და ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებაში მყოფი პირები. ამ ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით, როგორც პისიარის, ასევე ანტიგენების დაჩქარებუული ტესტითა და ანტისხეულების ტესტის და სამივე ამ ტესტის გარკვეული ტესტის რაოდენობა უკვე გვაქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)