პროექტს „Check In Georgia“ საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან
პროექტს „Check In Georgia“ საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან, - ამის შესახებ დღეს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესსექტორის 20-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.