|
2026-05-09 18:24:06, 837 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ. ინფორმაცია თავად ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს. გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციები გამოხატავენ მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის. „ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები მისალოცი, ღია წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების პრეზიდენტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას. ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს. ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსსა და ევროკომისარს თაობათაშორისი სამართლიანობის, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საკითხებში, გლენ მიკალეფს. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამ ნაბიჯით ისინი გამოხატავენ მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის. ამასთან, ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავენ ინიციატივით, დაიწყოს პირდაპირი და მუდმივი ახალგაზრდული დიალოგი. მათი შეთავაზებით, უნდა შეიქმნას სპეციალური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და ქართველი ახალგაზრდების უფრო აქტიურ მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირების პროცესში. ორგანიზაციების განცხადებით, დღეს, როდესაც ევროპა მრავალი უსაფრთხოების, მშვიდობისა და დემოკრატიული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას, თაობათაშორის თანამშრომლობასა და ერთიანობას“, – ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში. ღია წერილში აღნიშნულია, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპული არჩევანი უცვლელია და ევროინტეგრაცია ღირებულებითი ხედვაა, რომელიც თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის ღირსებას ეფუძნება. „ქართველი ახალგაზრდების სახელით, გულითადად გილოცავთ ევროპის დღეს. თარიღს, რომელიც გვახსენებს ევროპული ერთიანობის ძალას, მშვიდობის მნიშვნელობასა და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს ჩვენს კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებსა და თაობებს. ევროპის დღე ჩვენთვის იმ იდეის სიმბოლოა, რომ განსხვავებული ხალხებისა და სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია, როდესაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანი გვევლინება. ამ იდეაზე დაფუძნებით ევროკავშირი იქცა მშვიდობის ყველაზე წარმატებულ პროექტად. სწორედ ეს იდეა აძლევს იმედსა და ძალას ჩვენს თაობას და გვარწმუნებს სოლიდარობის მნიშვნელობაში. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ქართველი ახალგაზრდების არჩევანი უცვლელია. ჩვენთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ასპირაცია, ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ხედვა, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის ღირსებას. გამოვხატხავთ მადლიერებას იმ მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში უწევს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს. ამ მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდებისათვის არაერთი შესაძლებლობის შექმნაში და ჩვენი თაობა ევროპულ სივრცესთან დაახლოა. შედეგად, ჩვენი თაობის არაერთი წარმომადგენელი საკუთარ მომავალს ხედავს ევროპულ ოჯახში და სურს, უფრო აქტიურად იყოს ჩართული საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში. დღეს, როდესაც ევროპა კვლავ დგას მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის არაერთი გამოწვევის წინაშე, გვჯერა, რომ სწორედ ერთიანობა და თაობებს შორის თანამშრომლობა არის საერთო ევროპული მომავლის გაძლიერების საფუძველი. ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ მხარდაჭერას, ჩვენი სურვილი თანამონაწილეობაა. ქართველი ახალგაზრდები მზად ვართ, ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, როგორც დემოკრატიული საქართველოს, ისე ძლიერი, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის მომავლის შენების საქმეში.ამ მიზნით, გთავაზობთ ინიციატივას, შეიქმნას ქართველი ახალგაზრდებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მუდმივი ახალგაზრდული დიალოგის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და გააძლიერებს ახალგაზრდების მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში. ევროპის დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. გვჯერა, რომ ახალგაზრდების ხმა, ჩართულობა და პასუხისმგებლობა იქნება ის ძალა, რომელიც ჩვენს ისტორიულ, ცივილიზაციურ არჩევანს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს“, – ნათქვამია ღია წერილში. მისალოცი წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები: ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის; საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; ახალგაზრდები დემოკრატიისათვის; საქართველოს თანასწორობის ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; ქართულ-ევროპული მოძრაობა; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო; პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“; ახალგაზრდული ორგანიზაცია „ვექტორი“; საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია; JEF Georgia; მწვანე იმპულსი; AEGEE-Tbilisi; სამეცნიერო მისია; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი; ორგანიზაცია „მომავლის ხმა“; ორგანიზაცია Climate Hub; ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი – LAG Upper Svaneti.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)