22:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-09 19:55:49, 581 ნახვა

სამართალი
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს

დაზარალებული ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე იმ სპეცრაზმელებს შეხვდა, იგი ამბობს, რომ ორივე მათგანმა დღეს ბოდიში მოუხადა. 

ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. არ მქონია ამ ადამიანების მიმართ ზიზღი, ან შურისძიების განცდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, დადებითი მოვლენაა, თუმცა, ერთი იყო, რომელმაც მოახერხა და ეყო გამბედაობა, ჩაეხედა ჩემთვის თვალებში, რის გამოც, უფრო მეტად ვაფასებ ამ ადამიანს, რომელიც ზურგით იდგა და არც კი შემოუხედავს, თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომ ბოდიშს იხდიდა"- თქვა მან. 

აქციების მონაწილე ზვიად მაისაშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე  ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულად ჩატარდა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 1 მოქმედი თანამშრომელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics