22:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-06 21:42:57, 360 ნახვა

პოლიტიკა
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ მან ლონდონში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მზია ამაღლობელს ეხებოდა

"გზა, რომლითაც მან საქართველო საბოლოოდ მიიღო, რეალურად ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. ეს ბევრად უფრო იაფი დაუჯდა, ვიდრე ჯარის გაგზავნა. ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და, დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ ყველანაირი კომპრომატი არსებობს. არ ვიცი, ზუსტად როგორ წარიმართა მოლაპარაკებები, მაგრამ მან საკუთარი თავი ერთგვარ ალტერნატივად წარმოაჩინა და, სხვათა შორის, მის ხელისუფლებაში მოსაყვან კამპანიაში „ეფ-ეს-ბე“ ღრმად იყო ჩართული.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ის ძირითადად რუსეთის დავალებებს ასრულებს და ამას იმ დონეზე აკეთებს, რომ ახლა უკვე აღარანაირი განსხვავება აღარ არის იმაში, თუ როგორ ჩაგრავს საკუთარ ხალხს რუსეთი და როგორ ჩაგრავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს. ზოგიერთ დეტალს აქ პირველად ვისმენ. იმის აღწერა, თუ რა გაუკეთეს მზიას, ზუსტად იმეორებს რუსეთის ხელწერას საკუთარი ხალხის მიმართ. სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, ცემა და მსგავსი ქმედებები - ეს პირდაპირ მათი სამოქმედო სახელმძღვანელოა და აბსოლუტურად აღარანაირი გეოგრაფიული სხვაობა აღარ არსებობს რუსეთისა და საქართველოს ქმედებებს შორის.
მაშ, რა შემიძლია დავამატო ამ საუბარს? დეტალებში შესვლა არ გვჭირდება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი აბსურდი და საშინელებაა. ის, რაც ახლა ხდება, არაადამიანურია და ყველამ კარგად ვიცით, რატომაც აკეთებენ ამას — სწორედ ასე იქცევიან დიქტატორები, საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენლები, რუსები და „კაგებე“ (KGB). რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ამის საპასუხოდ?

საინტერესო ის არის, რომ არსებობს ეს კაცი - ივანიშვილი, ოლიგარქი და მილიარდერი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს მიმოფანტული. საერთოდ, რატომ შეიქმნა „მაგნიტსკის აქტი“? სწორედ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად, მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

მას აქტივები გაერთიანებულ სამეფოშიც აქვს. 2025 წლის ბოლოს, სენატორ კარდინის გამოსამშვიდობებელ მოსმენაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩვენება მივეცი „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ, სადაც ვისაუბრე ივანიშვილისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს აქტი მის წინააღმდეგ. შემდგომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა და, დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი მას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

თუმცა, როგორც ჩანს, მას აქტივები დიდ ბრიტანეთშიც აქვს, რომელსაც ის ჯერ არ დაუსანქცირებია. დიახ, დიდ ბრიტანეთს ის ჯერ არ დაუსანქცირებია. ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და, რეალურად, ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ ყველაფრის, რის ერთგულებაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს, მათ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე თუ პროკურორი, რომლებიც მზიას უკანონო, არაადამიანურ და უფლებადამრღვევ პატიმრობაში არიან ჩართულნი" | განაცხადა ბილ ბრაუდერმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics