05:57 - 02 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-01 12:26:20, 382 ნახვა

ეკონომიკა
დღეიდან 117 000 მოხელის ანაზღაურება 10%-ით იზრდება, ყაველაშვილის 192 000 ლარი, ხოლო კობახიძის 192 000 ლარი ხდება

დღეს, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ძალაში შევიდა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული დაახლოებით 117 000 მოხელის ანაზღაურება 10%-ით იზრდება და ჯამურად 3.4 მილიარდ ლარს აღწევს.

ხელფასების ზრდა შეეხება ყველა კატეგორიის საჯარო მოხელეს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე. 2025 წელს საბაზო ხელფასი თვეში 1 460 ლარს შეადგენდა, ხოლო 2026 წლიდან ის 1 600 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული საბაზო მაჩვენებელი მრავლდება კონკრეტული თანამდებობისთვის განსაზღვრულ კოეფიციენტზე, რის შედეგადაც ავტომატურად იზრდება როგორც რიგითი საჯარო მოხელეების, ისე პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება.

უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება 2026 წელს ასე განისაზღვრება:

 

  • პრეზიდენტი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი

  • პრემიერ-მინისტრი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი
  • მინისტრი – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 163 200 ლარი; ნაზრდი: 14 280 ლარი
  • მინისტრის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 7.5; წლიური ხელფასი: 144 000 ლარი; ნაზრდი: 12 600 ლარი
  • მინისტრის მოადგილე – კოეფიციენტი: 7.25; წლიური ხელფასი: 139 200 ლარი; ნაზრდი: 12 180 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 192 000 ლარი; ნაზრდი: 16 800 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 176 640 ლარი; ნაზრდი: 15 456 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 172 800 ლარი; ნაზრდი: 15 120 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 165 120 ლარი; ნაზრდი: 14 448 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 159 360 ლარი; ნაზრდი: 13 944 ლარი
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 157 440 ლარი; ნაზრდი: 13 776 ლარი
  • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 163 200 ლარი; ნაზრდი: 14 280 ლარი
  • პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 155 520 ლარი; ნაზრდი: 13 608 ლარი
  • პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 153 600 ლარი; ნაზრდი: 13 440 ლარი

დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო ხელფასის ზრდა მომავალშიც ავტომატურად აისახება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებებზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა იკრძალება
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება
დღეიდან 117 000 მოხელის ანაზღაურება 10%-ით იზრდება, ყაველაშვილის 192 000 ლარი, ხოლო კობახიძის 192 000 ლარი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი