17:48 - 27 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-27 13:24:29, 661 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულატურით იხსენიებს, წერილში ცხუმ აფხაზეთი ამოღებული აქვს

 რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და აღსაყდრების 48 წლისთავს ულოცავს. წერილში რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულატურით იხსენიებს. "უწმინდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა" - ამ სრული ტიტულის ნაცვლად კირილეს წერილში აღნიშნულია მხოლოდ "უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე".

"გულწრფელად გილოცავთ ყოვლადწმინდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ასვლის წლისთავს. თქვენი მრავალწლიანი წინამძღვრობა სულითა და ჭეშმარიტებით ღვთისადმი პატივისცემით მსახურების მაგალითია (იოანე 4:23). თქვენ დაიმსახურეთ სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ საქართველოში: თქვენ ცნობილი და პატივცემული ხართ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, როგორც გულმოდგინე მთავარეპისკოპოსი და მხურვალე მლოცველი. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დიდად აფასებს თქვენს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს ხალხებს შორის ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. ამ მნიშვნელოვან დღეს, გულწრფელად ვლოცულობ, რომ უფალმა, თავისი მადლის სიმდიდრით განაახლოს თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალა, გაგაძლიეროთ თქვენს პასუხისმგებლიან საპატრიარქო მსახურებაში" | წერს რუსეთის პატრიარქი კირილე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თოვლის გამო უშგული-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულატურით იხსენიებს, წერილში ცხუმ აფხაზეთი ამოღებული აქვს
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი