|
2025-12-26 14:38:20, 4383 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვას თქმით, NATO ცდილობს, საქართველო სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშში ჩაითრიოს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, NATO ცდილობს საქართველო სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშში ჩაითრიოს და “ახალ ავანტიურაზე წამოაგოს”. "ჩვენ განმეორებით ვუთმობდით ყურადღებას ამ ბლოკის (NATO) მტრულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მის მცდელობებს, დასაყრდენი მოიპოვოს ახალ რეგიონებში, ვგულისხმობ მათ შორის სამხრეთ კავკასიას. ალიანსის არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ ძალზედ აგრესიული გეგმების გათვალისწინებით, თავისი შეხედულებებისა და სტანდარტების დაწესება სხვების უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე, მხოლოდ დესტრუქციული შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით NATO-ს ძალების განლაგებას. სხვათა შორის, ჩვენ პოზიციას მხარს უჭერენ რეგიონის პოლიტიკური და საჯარო წრეები, რომლებიც ნამდვილი პატრიოტები არიან და არ არიან ჩართულები პროვოკაციულ და დემაგოგიურ პატრიოტიზმში, არამედ ეყრდნობიან ხალხის ინტერესებს". - ამბობს ზახაროვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)