2025-12-30 14:29:11, 1722 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკომ საახალწლოდ 20 პოლიტპატიმარი შეიწყალა
ახალი წლის წინა პერიოდში გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 20 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, მან სულ 22 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის, 20 "ექსტრემისტული დანაშაულებისთვის" გასამართლებული (ტერმინი, რომელსაც ბელორუსია პოლიტიკური საქმეებისთვის იყენებს).
გათავისუფლებულებიდან 15 ქალი და 7 კაცია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკომ "ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე" იმოქმედა.
გამოცემა Barron's-ი წერს, რომ ბელარუსში ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ მისი მმართველობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩაახშო, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,