18:24 - 26 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-26 14:53:34, 1215 ნახვა

პოლიტიკა
რა კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების ლიდერებმა ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტზე

თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რაც შეეხება ახალაიას ოჯახის წევრების განცხადებებს, მისი შეფასებით, ბრალდებულის დაცვა ოჯახის წევრების და ადვოკატების საქმეა.

„რეალურად, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება. მთავარი არის ერთი - თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - განაცხადა კობახიძემ. 

გუშინ მოვისმინეთ ბაჩო ახალაიას დაკავების თაობაზე, დაველოდოთ გამოძიებას - ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პასუხს აგებს,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი.

„4 ოქტომბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ეს ადამიანები, მოძალადე ჯგუფები აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. 4 ოქტომბერს დაიწყეს აღსრულებაში მოყვანა, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანი იქნა დაკავებული, გუშინ მოვისმინეთ ბაჩო ახალაიას დაკავების თაობაზე. დაველოდოთ გამოძიებას. გახსოვთ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება, რადგან სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, აგებს პასუხს“,- აღნიშნა კალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 115 სავარაუდო წევრი დააკავეს
ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო, აშშ-ის თავდაცვის კომპანიებსა და ათ ფიზიკურ პირს ჩინეთმა სანქციები დაუწესა
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი რაქვიაშვილი კობახიძეს ფასების თემაზე დებატებში იწვევს
რა კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების ლიდერებმა ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი