2018-03-22 17:34:57, 1569 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები დაიწყო
![]() ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევში, N9 კორპუსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ოჯახებს ფულადი კომპენსაცია უკვე ჩაერიცხათ. ამ ეტაპზე კი, შიდა სარემონტო სამუშაოები ცხრა ბინაში მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „შემსრულებელი კომპანიები დაზარალებული მოსახლეობის მიერ არიან შერჩეული და სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებამდე, აღნიშნული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან მოხდა. ვიმედოვნებ, რომ ქირით დროებით გაყვანილი ოჯახები, რემონტისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დასრულებისთანავე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
![]() ვინ არის რობერტ ფრენსის პრევოსტი, არჩეული კარდინალი რომის პაპად
![]() აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ ახალი გეგმის შემუშავებას გეგმავს
ომი უკრაინაში![]() ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1.9 მილიარდამდე ევრო გამოუყო
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვუწოდებ ევროპას და დემოკრატ მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ტრიბუნალის შექმნას
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|