01:19 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-08 21:35:32, 518 ნახვა

პოლიტიკა
ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება­ საქართველოს გულისთვის – თბილისში ფორუმი გაიმართა

"ექსპო ჯორჯიაში" პარტია თავისუფლების მოედნისა და საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის ორგანიზებით, საჯარო სამოქალაქო ფორუმი - "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართა. 

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი საფუძველს ჩაუყრის სამოქალაქო პროცესს, რომელიც "ღონისძიების ფარგლებს გასცდება და დააკავშირებს ადამიანებს, იდეებსა და ქმედებებს ცვლილებების შესაქმნელად, საზოგადოებრივი ძალის გასაძლიერებლად და იმედის აღსადგენად".

8 თებერვლის ფორუმი შეეხებოდა შემდეგ თემებს: როგორი საქართველოს გულისთვის ღირს ბრძოლა მომდევნო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში, რა აფერხებდა ამ ხედვის განხორციელებას დამოუკიდებლობის შემდეგ და როგორ შეიძლება ამ ბარიერების დაძლევა, და რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებაში.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავისუფლების მოედნის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.

"ქართულმა ოცნებამ პოლიტიკა დაცალა ზნეობისა და მორალისგან, ეს, ჩემი აზრით, არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინა. ამიტომ ჩვენ ზნეობა, პოლიტიკა, თანაგრძნობა, სოლიდარობა, პატიოსნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში. ქართული ოცნება არ არის ჩვენი ბედისწერა, ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ.

გპირდებით, რომ იმ მართალ სიტყვას, რასაც აქ ვამბობთ, რაც აქ ისმის და კიდევ ვიტყვით, ყველაზე შორეულ სოფელშიც მივიტანთ. გპირდებით, რომ შევქმნით სამოქალაქო ორგანიზების ახალ შესაძლებლობებს საქართველოს ყველა მხარეში. გპირდებით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩავრთავთ სამოქალაქო აქტივიზმში, პოლიტიკურ აქტივიზმში და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. გპირდებით, მოვივლით მთელს საქართველოს და დაგიბრუნდებით კიდევ უფრო დიდი შეკრებით თბილისში, კიდევ უფრო ბევრნი, კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო თავდაჯერებულები, და კიდევ უფრო ახლოს გამარჯვებასთან, რომელსაც აუცილებლად მოვიპოვებთ". - თქვა ცუცქირიძე.

ფორუმზე სპიკერები იყვნენ: ნინო კასრაძე, თოზუ გულმამედლი, ვაჟა გაფრინდაშვილი, დათია ბადალაშვილი, ნინო დობორჯგინიძე, ლევან ღამბაშიძე და ლევან ცუცქირიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics