06:39 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 21:14:05, 562 ნახვა

პოლიტიკა
არა რუსულ დიქტატურას - უწყვეტი აქციების მე-80-ე დღეს ათასობით ადამიანი ქუჩაშია

უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს რუსთველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე - ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

მიმდინარე აქციაში მონაწილეობას რეჟისორი დათა თავაძე იღებს. როგორც იგი ამბობს,  ქართველი ხალხი ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ მთავარი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება. 

ეს 80 დღე აჩვენებს იმას, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. კიდევ 80 დღე რომ იყოს საჭირო, ვიდგებით. კიდევ ძალიან დიდხანს ვიდგებით, სანამ ყველა ყველაფერს არ გაიგებს. დღეს არის 70-ე დღე, რაც ქართული თეატრის უდიდესი ნაწილი გაფიცულია. ორი თარიღი გვაქვს ჩვენ. პროფესიული, სადაც უპრეცედენტო გაფიცვა მოხდა. მსახიობები იქნებიან, რომლებიც პატიმრების წერილებს წაიკითხავენ დღეს." - განაცხადა დათა თავაძემ. 

ამასთან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები - „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ“, „სიტყვის თავისუფლება არ დათმო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს“ - უჭირავთ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი