|
2023-04-19 16:53:05, 1136 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რეზი ვარშანიძესთან ერთად სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ამ ეტაპზე ,,ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლა" -ის პროგრამის ფარგლებში ოთხი საცხოვრისის მშენებლობა მიმდინარეობს. “სოფელ ზედა ბზუბზუში, გარდამავალი პროექტის ფარგლებში სახლი აშენებულია, მიმდინარეობს სახურავის მოწყობის სამუშაოები და დასრულებისთანავე დაიწყება შიდა კოსმეტიკური რემონტი. სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,მშენებელი 2016" ახორციელებს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელი ორცვის, ზუნდაგის და ტიბეთის სოციალური სახლის მშენებლობა. სამუშაოებს შპს ,,ვარმშენი" ახორციელებს. მიმდინარე წელს სოციალური სახლების მშენებლობისათვის 200 000 ლარია გამოყოფილი. ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლის პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით 13 სახლი აშენდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)