04:16 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 13:24:20, 660 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის აპარატი - ვრცელდება დეზინფორმაცია, აპარატს წიგნები საკუთარი ინიციატივით არ დაურიგებია

პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის, მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) წიგნები პარლამენტის აპარატს საკუთარი ინიციატივით არ დაურიგებია,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართელოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.

"სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.

განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.

პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.

საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას",- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტარებს ოფიციალურად ურიგებს წიგნს, რომლის სახელწოდებაც - "ლუციფერის მხილებაა". 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი