|
2022-11-04 13:43:27, 1311 ნახვა
საზოგადოება
D ვიტამინი – მისი როლი და ნაკლებობა
D ვიტამინი წარმოადგენს ორგანიზმის მნიშვნელოვან ნუტრიენტს, რომელიც მას სჭირდება ჯანსაღი ძვლების ასაგებად და შესანარჩუნებლად. D ვიტამინი არეგულირებს სხვა ბევრ უჯრედულ ფუნქციას ორგანიზმში, კონკრეტულად მის ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და ნეიროდამცველობით თვისებებს, ასევე კუნთების და თავის ტვინის აქტიურ ფუნქციონირებას. მეორეს მხრივ D ვიტამინის ნაკლებობა სხვადასხვა სახის პრობლემების განვითარებას იწვევს პაციენტებში. D ვიტამინი ნაკლებობა და მისი სიმპტომები D ვიტამინის ნაკლებობა შესაძლოა ასიმპტომურად მიმდინარეობდეს ან თან ახლდეს ისეთი ზოგადი სიმპტომები, რომლებიც ხშირად შესაძლოა პაციენტებმა ვერ დაუკავშირონ ვიტამინის დეფიციტს. D ვიტამინის ნაკლებობას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: • დაღლილობა; • ძილის დარღვევები; • ძვლების ტკივილი; • დეპრესია ან დაქვეითებული გუნება-განწყობა; • თმის ცვენა; • კუნთების სისუსტე; • მადის დაქვეითება; • იმუნიტეტის დაქვეითება; • ფერმკრთალი კანის ქონა. D ვიტამინის ბენეფიტები • კიბო - კიბოს პროფილაქტიკისთვის D ვიტამინის მიღების შესახებ დასკვნები შერეულია. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ D ვიტამინის მიღებისას კიბოს განვითარების პრევენციას. • კოგნიტური ჯანმრთელობა - კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის მიღებით შესაძლებელია კოგნიტური ფუნქციონირების გაუმჯობესება. • ძვლის მემკვიდრეობითი დარღვევები - D ვიტამინის დანამატები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მემკვიდრეობითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია D ვიტამინის ათვისების ან გადამუშავების უუნარობით, მაგალითად ოჯახური ჰიპოფოსფატემია. • გაფანტული სკლეროზი - კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის ხანგრძლივი მიღება ამცირებს გაფანტული სკლეროზის რისკს. • ოსტეომალაცია - D ვიტამინის დანამატები გამოიყენება მოზრდილებში მისი მძიმე დეფიციტის სამკურნალოდ და ასევე საპრევენციოდ. • ოსტეოპოროზი – კვლევების თანახმად ადამიანები, რომლებიც იღებენ D ვიტამინის და კალციუმის საკმარის რაოდენობას თავიანთი დღის რაციონში, შეუძლიათ შეანელონ ძვლის მინერალების დაკარგვა, ხელი შეუწყონ ოსტეოპოროზის თავიდან აცილებას და ძვლის მოტეხილობების განვითარებას. • ფსორიაზი - D ვიტამინის ან ადგილობრივი პრეპარატის გამოყენებამ, რომელიც შეიცავს D ვიტამინის ნაერთს, სახელწოდებით კალციპოტრიენს, შეიძლება განკურნოს ფსორიაზი ზოგიერთ ადამიანში. • რაქიტი - ვითარდება D ვიტამინის დეფიციტის მქონე ბავშვებში. D ვიტამინის მიღებას ბავშვთა ასაკში შეუძლია ამ პრობლემის თავიდან აცილება და მკურნალობა. როგორ მივიღოთ D ვიტამინი? D ვიტამინი ბუნებრივად არ მოიპოვება ბევრ საკვებში, თუმცა მისი მიღება შესაძლებელია კვერცხის გულიდან, საქონლის ღვიძლიდან და ისეთი თევზეულიდან, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია და სარდინიები. ორგანიზმს თავისით შეუძლია D ვიტამინის პროდუქცია, მაშინ როდესაც მასზე მოქმედებენ მზის პირდაპირი სხივები. ისინი გარდაქმნიან კანში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს D ვიტამინის აქტიურ ფორმებად (კალციფეროლად). ვიტამინის გამომუშავების რაოდენობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა კანის პიგმენტი, დღის მონაკვეთი და სეზონი. მისი გამომუშავების დონე იკლებს ზამთრის პერიოდში. D ვიტამინის დღიური დოზა მოზრდილებში უნდა შეადგენდეს 1500-2000 UI ერთეულს. მისი ტაბლეტირებული ფორმით ან წვეთების სახით მიღება შესაძლებელია როგორც სამკურნალო (დეფიციტის დროს), ისე საპროფილაქტიკო დოზებში. აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს, რათა შეგერჩეთ სწორი დოზა და მოხდეს თქვენი D ვიტამინის დონის სწორი მართვა. იმისათვის, რათა გაიაროთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად გამოიყენეთ REDMED-ის მოსახერხებელი აპლიკაცია.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)