13:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 00:18:04, 1566 ნახვა

საზოგადოება
ფართოდ გავრცელებული ტრავმები

ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც არასწორ მოძრაობას უკავშირდება, შესაძლოა დაჭიმულობით, ღრძობით ან  მოტეხილობით დასრულდეს. გარდა ამისა, ტრავმები უკავშირდება მოულოდნელ არასასიამოვნო ფაქტებს როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, დაცემა, ვარდნა და სხვა. ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტრავმებია. სხვადასხვა ორთოპედიული ტრავმის შესახებ საინტერესო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სამედიცინო პორტალზე: infomedical.ge

ფართოდ გავრცელებულ ტრავმებს, როგორც წესი თან ახლავს:

●      ფეხის ღრძობა - ეს პრობლემა ხშირია სპორტსმენებში, რადგან ფეხის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა, მოხრა, გაშლა ან ფეხის როტაციაა. ნაღრძობი ფეხის მკურნალობა ჩვეულებრივ თაბაშირის დადებით ან ფიქსატორის გამოყენებით შეიძლება. ორივე მათგანი ძვალს სწორ მდებარეობაში აფიქსირებს და შესაძლებელი ხდება მისი შეხორცება. ძლიერი შეშუპების დროს შესაძლებელია ნახვევი არ გაკეთდეს, მაგრამ ფეხის იმობილიზაცია აუცილებელია.

●      წელის ტკივილი - დაცემის, ჩამოვარდნისა და ავარიის დროს ხშირად ზიანდება წელი. ამ დროს დამახასიათებელია  მწვავე, ძლიერი, შეტევითი ხასიათის წელის ტკივილი. გარდა ტკივილისა, წელის ტრავმას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: შეშუპება, სიარულის მანერის შეცვლა და მოძრაობის შეზღუდვა. თუ საქმე გვაქვს წელის მალების კომპრესიულ მოტეხილობასთან, შესაძლოა, გამოვლინდეს ნევროლოგიური სიმპტომებიც.

●      იდაყვის ამოვარდნა - ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში. ამ დროს  სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივად სცილდება. იდაყვი რთული აგებულების სახსარია, რომელიც  მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება - აქედან გამომდინარე, მისი დაზიანება მუშაობაში  ხელს გვიშლის. 

●      მაჯის ღრძობა - მწვავე ტკივილით ხასიათდება, შეიძლება წარმოიშვას დარტყმით ან დაცემით. მნიშვნელოვანია, რომ მისი მკურნალობა დროულად და სწორად მოხდეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს.

სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად გამოიყენება ორთოპედიული ფიქსატორები. ეს პროდუქტი ეფექტურია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ტრავმის მიღებისთანავე მოხდეს მკურნალობის დაწყება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics