10:52 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 12:03:11, 2851 ნახვა

საზოგადოება
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და პაპ-ტესტი

 

 ბევრ სიმსივნეზე წარმოდგენაც არ გვაქვს, რა იწვევს. საშვილოსნოს ყელის კიბოზე - ვიცით, პაპილომავირუსია შემთხვევების 90%-ის მიზეზი. ჰოდა თუ ვიცით, რომ პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, რატომ არ გამოვიკვლიოთ ქალები პერიოდულად და დავრწმუნდეთ, რომ შიგნით, საშბილოსნოს ყელზე არაფერი ცუდი არ ხდება, ხოლო თუ ხდება - იმდენად ადრე შევამჩნიოთ და დავიჭიროთ, რომ სიმსივნედ ჩამოყალიბება ვერ მოასწროს.

ამ პროცედურებს ერთი სიტყვით სკრინინგი ჰქვია - ანუ რაიმე დაავადების პროფილაქტიკური კვლევა, რომლის მიზანიც დაავადების ადრეულ სტადიაზე დაჭერაა.   საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის ერთმა მეცნიერმა, გვარად პაპანიკოლაუმ მოიგონა ე.წ. პაპ-ტესტი. ეს არის ფაქტობრივად ნაცხი, რომელიც ღრმად, საშვილოსნოს ყელიდან იღება.

პროცედურა შემდეგნაირია: ექიმი დგამს სარკეს საშოში, საშვილოსნოს ყელს პატარა ჯაგრისს უსვამს, მოფხეკს და ამ ჯაგრისზე აყოლილ უჯრედებს მიკროსკოპის ქვეშ ნახულობენ, არის თუ არა რაიმე დაზიანების ნიშნები. მიკროსკოპში ვირუსი რათქმაუნდა არ ჩანს, ჩანს შეცვლილი უჯრედები, რის გამოც ეჭვი მიიტანება, რომ აქ შეეიძლება პაპილომავირუსით გამოწვეული დაზიანება იყოს.

•              პაპ-ტესტი ეკუთვნის ყველა ქალს სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ.  კვლევის მთელი აზრიც ის არის, რომ სანამ სიმპტომები გაჩნდება, მანამდე აღმოვაჩინოთ დაზიანება. პაპ-ტესტის ჩატარება იწყება 21 წლის ასაკიდან, ზოგ ქვეყანაში 25 წლიდან. საქართველოში 25 წლიდან ყველა ქალისთვის უფასოა და ის ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში ტარდება.

•              თუ პასუხი ნორმაა და არაფერი არ ხდება საშვილოსნოს ყელზე - ტესტი სამი წლის შემდეგ უნდა განმეორდეს. თუ ნორმა არაა - ექიმი თავად გეტყვით რამდენ ხანშია გასამეორებელი და დამატებით კვლევა ხომ არაა საჭირო. პაპ-ტესტი ზედმეტად მარტივი და მოსახერხებელი ტესტია იმისთვის, რომ ყველაფერზე მოგვცეს პასუხი. შესაბამისად, თუ რამე დაზიანებას ეჭვობს ექიმი, ხშირად ინიშნება დამატებითი კვლევები: მაგალითად კოლპოსკოპია, საშოსა და საშვილოსნოს ყელის უფრო ახლოდან და სიღრმისეულად გამოსაკვლევად. ასევე ინიშნება ვირუსის გენოტიპირება - იმის დასადგენად, ნაამდვილად პაპილომავირუსია თუ არა დაზიანების გამომწვევი და ზუსტად რომელი ტიპი.

•              მსუბუქი ანუ დაბალი ხარისხის დაზიანების შემთხვევაში ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ დიდია შანსი, რომ ორგანიზმმა თავად მოაგვაროს საქმე და შემდეგ კვლევებზე უკვე გამოსწორებული პასუხი იყოს. უხშირესად ასეც ხდება ხოლმე. მკურნალობა ძირითადად იმუნიტეტის გაძლიერებას ემსახურება, რადგან იმუნურ სისტემაზე კარგად არავის ეხერხება ვირუსის მოშორება.

•              30 წლის ასაკის მერე ჩვეულებრივ პაპ-ტესტს ემატება კიდევ ერთი - HPV-ტესტი. ზოგადად პაპ-ტესტით ხომ უჯრედებს ნახულობენ, დაზიანება ხომ არაა საშვილოსნოს ყელზე.

•              სკრინინგი გრძელდება 65 წლამდე. ამის შემდეგ ექიმთან შეთანხმებით წყვეტს პაციენტი, განაგრძოს თუ შეწყვიტოთ (შეწყვეტა იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ბოლო პასუხები ნორმები იყო).

•              პაპ-ტესტი მტკივნეული პროცედურა არ არის. მარტივია, სწრაფი, მას შეიძლება მცირე დისკომფორტი ახლდეს,  მაგრამ მტკივნეული  ნამდვილადარ არის.  ნებისმიერ ქალს ან ადამიანს ცხოვრებაში უკვე რომ არ გამოეცადოს. მნიშვნელოვანია, რომ პაპ-ტესტამდე 48 საათით ადრე - 

არ შეიძლება საშოში არაფრის მოხვედრა. არც პენისის, არც ტამპონის, არც გელის, არც კრემის, არც სანთლის და არც კონტრაცეფციული საშუალების.

•              ამ სკრინინგული კვლევების წყალობით 92%-ით მცირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი. პაპილომავირუსის გადადება მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, არ მცირდება ამ კვლევით. მაგრამ მნიშვნელოვანი დაზიანების დროული აღმოჩენაა. თუ დაზიანება გაჩნდა და გადაგვარებისკენ წავიდა, 15 წლის მერე კი არა, მალევე, შემდეგი კვლევის დროს გაიგებს ქალი და შესაბამისი მკურნალობაც დროულად დაინიშნება.

ექიმთან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად ეწვიეთ Redmed-ის სამედიცინო ონლაინ პლათფორმას.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი