02:28 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 13:49:24, 3092 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ვირუსის პრევენციის მიზნით, საპატიმროებში, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა შესაძლოა 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ბრიფინგზე საპატიმროში შექმნილი საგანგებო პირობების მოსალოდნელ გაგრძელებაზე ისაუბრა.

მან პატიმრებს და მათ ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ გარედან ვირუსის შეტანის პრევენციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„მოგეხსენებათ, 19 მარტს, პენიტენციურ სამსახურში ამოიწურა ის ორ კვირიანი  განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა,  რომელიც იუსტიციის მინისტრის ნებართვით პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა და 19 მარტსვე ეს პერიოდი 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

მე დღეს შემიძლია მოგახსენოთ, რომ არ არის გამორიცხული სამი აპრილის მიღმა ციხეებში ეს პერიოდი გაგრძელდეს, ანუ ჩვენ გავაგრძელოთ განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა, იმისათვის, რომ საპატიმროში მყოფი ადამიანები, ვირუსისგან მაქსიმალურად დაცულენი იყვნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა, აღნიშნა, რომ აკრძალული „პაემნებისგან“ გამოწვეულ დისკომფორტს, ისინი 15 წუთიანი უფასო სატელეფონო ზარით აანაზღაურებენ.

„როგორც იცით გნსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია და აკძალული რჩება პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი მსჯავრდებულებში,  ასევე ბრალდებულებში ნაწილობრივ და ჩვენ შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკებით, ამ დისკომფორტის  ნაწილობრივი კომპენსირება მოვახდინეთ.

16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15 წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმავლობაში. ამ შეღავათის გაგრძელებაზე მუშაობას ვაპირებთ ჩვენ მომავალშიც, რომ ეს ჩაკეტილობა და ოჯახის წევრებთნ კონტაქტის არ არსებობა, რაიმე სახით კომპენსირებული იყოს ჩვენი პატიმრებისთვის .

განსაუთრენული პირობები ციხეში გულისხმობს იმას, რომ ვერცერთი ახალ დაკავებული ან ახალიმისჯილი პატიმარი, უკვე 4 კვირაა ვერ შედის ძველ კონტიგენტთან მანამ სანამ 21 დღიან საკარანტინე პერიოდს არ მოიხდის, მე მინდა განვმარტო, რომ ეს არ გახლავთ საკარანტინე სივრცე რომელსაც ციხის ენაზე უწოდებენ „კარანტინს“, ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი შესაბამისი პირობებით რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში. იქ არის როგორც კანონმდებლობით ასევე ევროპული კონვეციის დაცვით შექმნილი პირობები ჩენი პატიმრებისთის, იქ ახალი პატიმრები ატაერბენ 21 დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ  თუ არანაირი საეჭო სინფტომი არ გამოუვლინდათ, მხოლოდ ამის შემდეგ შეერევიან ძველ კონტიგენტს.

ხოლო ის პატიმრები, რომლებსაც საეჭვო სინფტომები ციხეში მოსვლისას გამოუვლინდებათ ვერცერთი ვერ მოხვდება ციხის ტერიტორიაზე, ისინი მიმვლინებული არიან მაშინვე ერთერთ  სამოქალაქო კლინიკაში, სადაც საგანგებო პირობების გამოცხადებიდან დღმდე, 26 ახალი პატიმარი იქნა მივლენილი, 6 უკვე გაეწერა და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. გაწერილი პატიმრები ციხის ტერიტორიაზე, ცალკე სივრცეში სამედიცინო საკარანტინე რეჟიმს 21 დღის განმავლობაში.

ასე, რომ პატიმრებს და ოჯახის წევრებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალური ყურადღბა ექცევა გარედან ვირუსის შეტანის პრევენციას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics