09:49 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 09:44:35, 1214 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება

დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის პროცესი გრძელდება. ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე მიმდინარე  სადეზინფექციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. 

თბილისის მერის  განცხადებით, ანალოგიური სამუშაოები, შემდეგი დღეების განმავლობაში, დედაქალაქის ათივე რაიონში განხორციელდება. 
 „ჩვენ ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, სადაც ვაგრძელებთ პრევენციულ ღონისძიებებს.    სადეზინფექციო სამუშაოები ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ  და როგორც ვარკეთილში, ასევე თბილისის ათივე რაიონში ქუჩები  ანალოგიური ხსნარებით   იქნება დამუშავებული. დეზინფექცია ჩატარდება ყველა იმ ქუჩაზე, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ამოსასვლელები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი  ტრანსპორტის, როგორც მეტროს, ასევე მუნიციპალური ავტობუსების შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, რადგან  ქუჩების და კონკრეტული გაჩერებების დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, ძირითადად, ბაღებსა და სკვერებში, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მეტროსადგურების ამოსასვლელებთან.  
ღონისძიებას, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხორციელდება, თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებს. 
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.  
კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics