02:30 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 18:19:13, 1992 ნახვა

საზოგადოება
მერი მაღლაფერიძე - გამოყოფილია სპეციალური სივრცე, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ

„ჩვენ დავიწყეთ მყისიერი რეაგირება და მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური ფართის დაქირავების შესახებ, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება უკვე მათი გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებებში“, - ამის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიიო ორგანიზაციის მიერ. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე,  რომ ყველა სერვისი  მოერგოს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს.“ - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics