17:06 - 09 Apr, 2020
2020-03-26 16:14:51, 653 ნახვა

საზოგადოება
ამერიკის ელჩი საქართველოში - საელჩომ შეწყვიტა ვიზიტორების მიღება

საგანგებო ვითრების პირობებში შევზღუდეთ საელჩოს ფუნქციონირება, საელჩომ შეწყვიტა ვიზიტორების მიღება - ამის შესახებ ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ვირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

„გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ ამერიკის ელჩი საქართველოში.  დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავრჩეთ შინ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.

რთული დროა და ვცდილობთ გავუფრთხილდეთ ჩვენ და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტარები და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, Covid – 19 - ის გავრცელების შესაკავებლად და ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს, მესაზღვრეებს, პოლიციასა და უამრავ სხვა საჯარო მოხელეს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის.

მადლიერების საუკეთესო გამოხატვა შინ დარჩენა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. თუ თვენ მიგითითეს თითიზოლაციაში ან კარანტინშ ყოფნისკენ, მოგზაურობის ისტორიის ან დაავადებულთან კონტაქტის გამო, ანდა იმის გამო ,რ ომ თქვენს სამეზობლოში აღინიშნება ვირუსის გავრცელება, გთხოვთ მოიქეცით სწორად და დაემორჩილეთ მითითებებს, თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდეთ თავს, საციცოცხლოდ მნიშნელოვანია, რომ დაიცვათ თქვენი ახლობლები და საზოგადოების წევრები.

მე მოგიწოდებთ, შეასრულოთ საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები და შეზღუდვები. თუ შესაძლებელია იმუშავეთ სახლიდან. დარჩით სახლშ ტუ რამე გადაუდებელის აქმე არ გაქვთ თუ გიწევთ გარეთ გასვლა, დაიცავით ორი მეტრის დისტანცია სხვა ადამიანებთნ დ ამოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ხშირად და საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები, ეს სიფრთხილის ერთ-ერთი საუკეთესო ზომაა.

ამერიკის საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები მაქსიმალურად ცდილობეენ დაიცვან საკუთარი თავი და გრშემომყოფები. საგანგებო ვითრების პირობებში შევზღუდეთ საელჩოს ფუნქციონირება, საელჩომ შეწყვიტა ვიზიტორების მიღება, ვახორციელებთ მხოლოდ გადაუდებელ სავიზო გასაუბრებებსა და ამერიკის მოქალაქეთა მომსახურებას.

ეს სერიოზული ნაბიჯებია, მესმის , მაგრამ ეს ვირუსის გავრცელების შეკავებას ემსახურება. ჩვენ გვინდა ჩვენი წილი პასუხიმსგებლობა ავიღოთ და შევამციროთ დაინფიირების შანსები, რაც შეუმსუბუქებს ტვირთს ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს და სხვებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად გვეხმარებიან ჩვენ.

მოვუწოდებ საქართველოშ მყოფ ყველა ამერიკის მოქალაქეს, გაითვალისწინონ მთავრობისა და სამედიცინო ექსპერტების მითითება. ვიცი ზოგიერთი თქვენგანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა გაუქმებული ფრენებისა და შეზღუდვების გამო, მე მესმის თქვენ შეიძლება ცდილობდეთ ამერიკაში, საკუთარ ოჯახებშ დაბრუნებას. ჩვენი საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელიც მსგავს სიტუაციაში ვართ. გარწმუნებთ, რომ ჩემი გუნდიდ ა მე ყველაფერს ვაკეთებთ , ვაშინგტონთან კოორდინირებულად, თქვენი დახმარების გზების გამოსაძებნად.

დარჩით ჩვენთან კონტაქტზე, გვაცნობეთ რა გჭირდებათ და ჩვენ , თქვენს დასახმარებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვეძლება.  მანამდე კი გახსოვდეთ ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით და აუცილებლად გავუმკლავდებით ამ სიტუაციას“, - განაცხადა კელი დეგნანმა




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics