16:02 - 02 Apr, 2020
2020-03-25 21:37:50, 718 ნახვა

საზოგადოება/
ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობისას სავალდებულო ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ.

ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ. მანამდე კი ტაქსით მომსახურების გაწევა შეუფერხებლად შეუძლიათ. 

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს - მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარია - მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გადავუხადო მადლობა გაგებისთვის







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics