16:50 - 02 Apr, 2020
2020-03-25 21:11:24, 724 ნახვა

საზოგადოება/
თბილისის მერია - დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!

დღეიდან, 25 მარტიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერის და თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდებზე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებსა და მომღერლებს, მთხრობელებიც შეუერთდებიან, რომლებიც დედაქალაქზე საინტერესო ამბებს მოყვებიან.

„დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!  - ამ მოწოდებით  ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი იწყება. 

დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად!

სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს, შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენ დედაქალაქზე.

#უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ - სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!

თბილისური ჰანგებით, ჩვენ თქვენთან მოვალთ!“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარია - მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გადავუხადო მადლობა გაგებისთვის







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics