18:40 - 27 May, 2020
2020-03-25 15:04:30, 993 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ დისტანციურად მომუშავე უწყების თანამშრომლებისთვის უსაფრთხო კიბერგარემოს უზრუნველყოფისთვის სპეციალური რჩევები შეიმუშავა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. დისტანციური მუშაობის რეჟიმში თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხო კიბერგარემო და კიბერრისკების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს თითოეულ თანამშრომელს. ამ მიზნით სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ შეიმუშავა სასარგებლო რჩევები დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლის დახმარებითაც თანამშრომლების დისტანციური მუშაობის პროცესი უფრო უსაფრთხო გახდება.

გზამკვლევში იდენტიფიცირებულია სამი ძირითადი საფრთხე, რომელიც თან ახლავს დისტანციურ მუშაობას: სოციალური ინჟინერია, პაროლები და განახლებული ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. სახლში უსაფრთხო კიბერგარემოს შესაქმნელად შემუშავებული რჩევების მიხედვით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების კომპიუტერების უსაფრთხოებას. გზამკვლევის რჩევები რეალური კიბერსაფრთხეებისგან თავის დასაცავად ითვალისწინებს კომპიუტერის ინტერნეტთან დაკავშირებამდე სპეციალური უსაფრთხოების ზომების დაცვას; ვებ-ბრაუზერის, სმარტფონების, სოციალური ქსელების უსაფრთხოებას; ინფორმაციის ონლაინ განთავსების რეკომენდაციებს; სპამ წერილებისგან, ელ. ფოსტაზე მიმაგრებული ფაილებისაგან, ჯაშუშური პროგრამებისაგან და ვირუსებისაგან თავის დაცვას. 

კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დეტალურად იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mod.gov.ge/cyber/file.pdf

ბიურომ ასევე შეიმუშავა კიბერუსაფრთხოების დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც განთავსდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე: https://elearning.mod.gov.ge/

კიბერუსაფრთხოების გაცნობითი კურსის მიზანია თავდაცვის უწყების თანამშრომლების ინფორმირება  კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ და საბაზისო ცოდნის მიღება, რომელიც საჭიროა კიბერშეტევის თავიდან ასაცილებლად. კურსი 4 მოდულისგან შედგება.  დაფუძნებულია რეალურ მაგალითებზე და მოიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას მომხმარებლებისთვის. კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატი.

კურსი ამჟამად მუშაობს საპილოტე რეჟიმში.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2020-05-27 10:51:38

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

2020-05-27 10:41:49

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა თანმხლები დაავადების გამო, საყურადღებოა

2020-05-27 10:40:09

მარინა ეზუგბაია -კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ახალი პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა

2020-05-27 10:34:35

სოლოღაშვილი - იმ პაციენტებში, ვისთანაც პლაქვენილს ვიყენებდით, ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება

2020-05-27 10:20:39

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

ვიდეო/LIVE

გახარიას ანგარიში პარლამენტში - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics