17:41 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 14:50:14, 4271 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ოჯახებს, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, 1000 ლარიანი ვაუჩერები გადაეცეთ

„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ოჯახებს, რომლებიც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უმუშევრად დარჩნენ, 1000 ლარიანი ვაუჩერები გადაეცეთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ოჯახებს, რომლებიც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უმუშევრად დარჩნენ, 1000 ლარიანი ვაუჩერები გადაეცეთ.

აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პარალიზებული ტურიზმის, პარალიზებული მომსახურების სფეროს, რესტორნების, კაფეების, სამარშუტო ტაქსებისა და ტაქსების გამო, საქართველოს უამრავლი მოქალაქე ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.

„კიდევ ერთმა ძალიან მძიმე პრობლემამ იჩინა თავი. ნიაღვარივით შემოდის ზარები, რომ პარალიზებული ტურიზმის, პარალიზებული მომსახურების სფეროს, პარალიზებული რესტორნების, კაფეების, სამარშუტო ტაქსებისა და ტაქსების გამო, უამრავი საქართველოს  მოქალაქე ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. შიმშილი არის დღეს ჩვენს საზოგადოებაში, ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი, პრობლემაა. მშვენივრად გვესმის, რომ ამ ადამიანებს თავი გაჰქონდათ კვირიდან-კვირამდე, დღიდან-დღემდე და არავის არაფერი მნიშვნელოვანი დანაზოგი არ აქვს. თუ სახელმწიფო არ ჩაერია, კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე დადგებიან. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რა დღეში არიან გარემოვაჭრეები, რა დღეში არიან ის ადამიანები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მოშაობენ. სხვადასხვა ციფრები გვაქვს ჩვენ. სიმართლე გითხრათ,ს „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ჩაებას ამ პოლიტიკურ შეჯიბრებაში და ციფრების რახარუხში. სხვადასხვა ციფრები გვაქვს, მაგრამ მინიმალური ციფრი, რომელიც ჩვენ გვაქვს არის 100 000-მდე ოჯახი და ხელისუფლების ხელში არის სტატისტიკის ბიურო, ეკონომიკის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და ა.შ. მათ ხელეწიფებათ განსაზღვრონ ვინ არის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში.

სასწრაფოდ არის გასაკეთებელი შემდეგ რამ: თითოეულ ოჯახზე სამი თვის განმავლობაში გამოსაყოფია 1000 ლარი, რომ ადამიანებმა, თუნდაც მცირეოდენი, მინიმალური პროდუქტების შეძენა შეძლონ. სხვანაირად ეს ხალხი თავს ვერ გაიტანს. ამაზე ლაპარაკობს ოპოზიცია. გვესმის რა მდგომარეობაშია მთლიანად სახელმწიფო დღეს, მაგრამ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, შეუდარებელია ყველაფერთან. არც ის იქნება დიდი პრობლემა, პრემიები და ხელფასები მოიჭრან, ბიუროკრატიულმა აპარატმა, გააჩერონ პერსონალური მანქანები, შეწყვიტონ ბენზინის ხარჯვა და ეს ყველაფერი გადამისამართდეს იმ სასწრაფო დახმარებაზე, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეს სჭირდება. არც ისეთი დიდი თანხა გამოვა ეს, რომელიც არ შეიძლება ბიუჯეტში მოინახოს“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.

ამასთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს  სოლიდარობის, ერთობისა და თანადგომისაკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ეს ყველა სექტორის წარმომადგენელს ეხება.

„და ბოლოს, ლარის დევალვაციამ კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ყველაზე უფრო მოწყვლად მოქალაქეებს და ერთი რამ მინდა ვთქვა, სოლიდარობა ერთობა და თანადგომა, ეს ეხება ყველს, მათ შორის ქართულ ბიზნესსაც, ეს არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ეს მორალური მოქალაქეობრივი ვალდებულება არის და ამ დროს ისე მოქცევა, თითქოს პანდემია და ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა არ ეხება ბიზნესს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა მიღწევას გვახსენებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics