07:26 - 10 Apr, 2020
2020-03-24 21:50:17, 895 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში საკარანტინო ზონაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მარნეულში, საკარანტინო ზონაში ჩავიდა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.


ვახტანგ გომელაურმა საკონტროლო გამშვები საგუშაგოები დაათვალიერა, საგუშაგოზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა და გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 


ვახტანგ გომელაური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით საკარანტინო პერიმეტრის კონტროლისა და მონიტორინგის პროცესს დაესწრო.


მინისტრი ასევე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მარნეულში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, რომელიც 100 პაციენტზეა გათვლილი. ვახტანგ გომელაურმა საველე ჰოსპიტალში მიმდინარე სამუშაოების და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისგან პირადად მოისმინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics