18:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 16:04:05, 4403 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოქალაქეების დასახმარებლად საპენსიო გადასახადებისათვის განკუთვნილი დანაზოგის გამოყენებას სთავაზობს

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოქალაქეების დასახმარებლად იმ ფულის გამოყენებას სთავაზობს, რომელიც აკრეფილი იყო როგორც საპენსიო გადასახადი.

ამის შესახებ ფრაქციის წევრმა გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გზა, რომლითაც მოქალაქეების დახმარება სწრაფად მოხდება.

„დღეს მთელი საზოგადოების ყურადღება ბუნებრივია, მიპყრობილია მთავარ საფრთხეზე, დაავადების გავრცელებაზე, მარნეულსა და ბოლნისზე. არ უნდა დაგვავიწყდეს არავის, პირველ რიგში კი მთავრობასა და პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანების მდგომარეობა, დასაქმებულების, დამსაქმებლების, საშუალო კლასის და ყველასი შემდეგი ერთი თვის და თვეების განმავლობაში მხოლოდ გაუარესდება. ამ დროს მხოლოდ ზოგადი მოწოდება, რომ უნდა დავეხმაროთ ხალხს, საკმარისი არ არის. საჭიროა კონკრეტული წინადადებები.

ამიტომ, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით მთავრობის მიმართ, კონკრეტული ფულის წყაროთი, თუ საიდან უნდა მოხდეს თუნდაც მცირედით და სწრაფად მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დასაქმებულსა და დამსაქმებელს. ჩვენი ფული, ის ფული, რომელიც ამ დროის განმავლობაში აკრეფილი იქნა როგორც საპენსიო გადასახადი. ეს ფული ახლა დევს და იყო შავი დღისთვის, სიბერისთვის გადანახული. ახლა არის შავი დღე და ახლა სჭირდება ხალხს ეს ფული. ყველა მოქალაქეს, დასაქმებულსა თუ დამსაქმებელს შესაძლებლობა აქვს ეს ფული დაიბრუნოს. ამ ყველაფრის შედეგად, ხალხს სწრაფად დაუბრუნდება 480 მილიონზე მეტი ლარი და მეწარმეებს 170 მილიონ ლარამდე. ერთ კაცს საშუალოდ, მინიმუმ 600 ლარამდე დაუბრუნდება, ხოლო თითოეულ დამსაქმებელს თითო დასაქმებულზე სადღაც 250 ლარი. ეს არის კონკრეტული წინადადება და სწრაფად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics