17:13 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 18:58:03, 4086 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ის ადამიანები, ვინც განცხადებებს აკეთებენ, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ფარისევლები არიან

„აუცილებლად უნდა გაეცეთ პასუხი იმ ადამიანებს, ვინც  სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ, რომ სად არის ბიძინა ივანიშვილი ასეთ დროს  - პირდაპირ გეტყვით - არიან პოლიტიკური ფარისევლები",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ოპონენტების განცხადებებს არჩილ თალაკვაძემ  ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში უპასუხა. მისი თქმით, ისინი, ვინც ახლა ბიძინა ივანიშვილის შესახებ სვამს კითხვებს, ის ხალხია, ვინც ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდა და „ქართული ოცნების დამფუძნებელს" აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე და მანამდე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ლეგიტიმურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში.

„ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ახლა, როდესაც ქვეყანა არის კორონავირუსის გამოწვევის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და მოქალაქეები სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ელიან რეაგირებას. ამ ვითარებაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ ის რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა გაკეთებულია - სახეომწიფოს აქვს გამართული მენეჯმენტი და ყველა აკეთებს თავის საქმეს. ოპონენტებს მინდა ვუთხრა, ვინც არიან აპოლოგეტები წინა მთავრობის და მართვის სტილის, სადაც ყურძენს კრეფდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო მთავარი პროკურორი აშენებდა შენობებს და საბოლოო ჯამში, არცერთ მინისტრს არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი უწყების მიღწევებზე ელაპარაკა, თუ ამას პრეზიდენტი სააკაშვილი არ გააკეთებდა. ჩვენ ასეთი სახელმწიფო არ ავირჩიეთ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა მიღწევას გვახსენებს
ოდიშარია - ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და აშშ არ გაუშვეს - აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics