|
2015-08-07 16:11:47, 789 ნახვა
ეკონომიკა
დუბლინის პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დუბლინის საზღვაო პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხებში, როგორიც არის მართვა და სერვისები, საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა. ასევე დუბლინის პორტის ქ. ბათუმთან თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში. დღესვე სასტუმრო „შერატონში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის საზაღვაო პორტის მიერ სტუმრებისათვის პრეზენტაციები გაიმართა. ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატვივით ხორციელდება. დუბლინის პორტი ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები ირლანდიის დელეგაციას გუშინ შეხვდნენ. ირლანდიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები. ვიზიტის ფარგლებში დუბლინის პორტის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ აჭარის საინვესტიცო და ტურისტულ პოტენციალს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)