05:28 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 20:10:41, 4044 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, მკაცრად დაიცვან მიღებული მითითებები

მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მექანიზმები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მიზნობრივ ეკონომიკურ გეგმაზე, რომელზეც პრემიერის დავალებით ეკონომიკური გუნდი მუშაობს და რომლის მიზანია, მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, შექმნილი ვითარების გამო შემოსავლის წყარო დაკარგეს, ასევე მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს კრიზისის გადალახვაში. ეკონომიკის სექტორების შემდგომი მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების პროცესში, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მობილიზების მიმართულებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეფერხდება.
შეხვედრაზე ისაუბრეს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის რეგიონებში მოქმედ ღია აგრარულ ბაზრობებზე. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს სავალდებულო წესების შესრულებას, ვინაიდან, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის აგრარულ ბაზრობებზე დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცირების ნორმები. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივ წარმოებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ კუთხით წარმოება უკვე გამართულია და 23 მარტიდან დაიწყება პირბადეების დარიგება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის, შემდეგ კი თანდათან კერძო სექტორის ყველა პრიორიტეტული ჯგუფისთვის, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებს ემსახურება.
განიხილეს საკარანტინო სივრცეების დამატებით მოძიების აუცილებლობა, რამდენადაც მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამშობლოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვს დამატებითი საკარანტინო სივრცეების მობილიზებას, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შენელება, შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გაწერილი გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად განხორციელდება.  სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, მეზობელი სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოსვლა მოქალაქეებს მხოლოდ ლარსის, სადახლოს, წითელი ხიდის და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით შეუძლიათ. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო მოძრაობაზე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაყოფილია ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად იკრიბება. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics