|
2020-03-21 19:40:05, 1180 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საგანგებო მდგომარეობის დროს, სურსათის სარეალიზაციო ობიექტები სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას
"სურსათის სარეალიზაციო ობიექტები მუშაობას აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში. მათი სამუშაო საათები არ მცირდება, ობიქტები არ იკეტება", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სურსათის შეძენას მოსახლეობა იმავე პირობებით გააგრძელებს, როგორც ამას საგანგებო მდგომარეობადე აკეთებდა. „მინდა საგანგებოდ გავაკეთო განმარტება სავაჭრო ქსელებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; მოსახლეობის განსაკუთრებული სიჭარბეა სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში. საგანგებო ვითარების გამოცხადება, როგორც პრემიერმაც განმარტა, მოსახლეობას არ უზღუდავს სურსათის შეძენის მიზნით გადაადგილებას. სურსათის შეძენას მოსახლეობა იმავე პირობებით გააგრძელებს, როგორც ამას საგანგებო მდგომარეობადე აკეთებდა. სურსათის სარეალიზაციო ობიექტები მუშაობას აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში. მათი სამუშაო საათები არ მცირდება, ობიქტები არ იკეტება. აღნიშნულმა სავაჭრო ობიქტებმა უნდა გაითვალისწინონ სანიტარიული და ჰიგიენური რეკომენდაციები, რომელიც მთავრობამ გამოსცა და შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააზუსტა. ასევე არსებობს შიდა სტანდარტებიც, რომელთა აღსრულება სავალდებულოა. სურსათის მიწოდების კუთხით, არათუ წყვეტა, არამედ შეფერხებაც არ იქნება; მთავარია სავაჭრო ქსელებში ხელოვნურად არ შევქმნათ პრობლემები. მოსახლეობამ და სავაჭრო ქსელების ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანებს შორის დისტანცია იყოს 1,5 მეტრი, არ შევქმნათ რიგები. პროდუქციაზე სრულიად უსაფუძვლო პანიკური მოთხოვნის გამო ხალხმრავლობა სავაჭრო ქსელებში, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში სრულიად გაუმართლებელია. ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ იქნება. დღეს ყველაზე მთავარია დავიცვათ წესები და მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)