22:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 15:38:38, 343 ნახვა

დავით საგანელიძე: ვახტანგ გომელაური ღირსეული პროფესიონალი და კარგი რეფორმატორია

„უაღრესად წესიერი, ღირსეული, პროფესიონალი საქმის გამკეთებელი და ძალიან კარგი რეფორმატორია, დარწმუნებული ვარ“,-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
საგანელიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაური ახალ რეფორმებს გაატარებს.
„უაღრესად წესიერი, ღირსეული, პროფესიონალი საქმის გამკეთებელი  და ძალიან კარგი რეფორმატორია დარწმუნებული ვარ. ძალიან მივესალმები მის კანდიდატურას. იმედი მაქვს, რომ მის ხელში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდება მთლიან სისტემაში. რაც შეეხება,იმას, ვინც  თვლის, მისი მინუსი, მე მიაჩნია  რომ პირიქით მისი პლიუსია ის, რომ მას  მას დიდი ხანია აქვს  გამოცდილება ისეთ ადამიანთან მუშაობის,  როგორიც ბატონი ბიძინა ივანიშვლია.  ეს კიდევ და კიდევ მას დიდ გამოცდილებას და დიდ ღირსებასა და პატივს მატებს. როცა ადამიანი მიდის, მითუმეტეს ასეთ დიდ უწყებაში  ხელმძღვანელ პოსტზე  ბუნებრივია, მას დასჭირდება გარკვეული საკადრო   რეფორმის გატარება“,-განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics