|
2020-03-20 16:17:06, 1060 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში სურსათის წარმოების და იმპორტის, არსებული მარაგებისა და ფასების კუთხით არსებული ვითარება განიხილა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრმა მოადგილეებს კონკრეტული მიმართულებების მონიტორინგი და კონტროლი დაავალა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილ ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა, ასევე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო არსებული მცირე შეფერხება ამ დღეებში სრულად აღმოიფხვრება. სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა, რათა უმოკლეს დროში მომხდარიყო საავტომობილო გზების გაწმენდა და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სურსათით დატვირთული, დაახლოებით, ათასზე მეტი ავტომანქანა ქვეყანაში შემოსულიყო. მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები ფოთის პორტში შემოსული გემებიდან პროდუქციის შეუფერხებლად გადმოტვირთვის უზრუნველყოფისთვის. სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაშია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში ჩართულ ყველა რგოლთან და 24 საათიან რეჟიმში იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ, რათა სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების კუთხით შეფერხება არ იყოს. აღსანიშნავია, რომ ახლი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)