|
2020-03-20 15:00:56, 17911 ნახვა
High - Tech
როგორ გავწმინდოთ ჩვენი დივაისები
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბაქტერიებისთვის ძალიან სასიმოვნო გარემოს ქმნის ჩვენი დივაისები. მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. სამწუხაროდ, არამხოლოდ ჩვეულებრივ მოკვდავებს, არამედ ექიმებსაც კი ხშირად ავიწყდებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დივაისებთან შეხება და მათი სისუფთავეში შენახვა. პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ტექნოლოგიური ნივთების ყველანაირი სადეზინფექციო საშუალებით გაწმენდა არ არის მიზანშეწონილი. გამოგადგებათ მხოლოდ სპეციალური სითხეები. ამას გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცები და უბრალო სპირტი. ტელეფონს ყველაზე ხშირად ვეხებით. საპირფარეშოში შესვლისას თუ საწოლში დაწოლისას ეს დივაისი სულ ჩვენს გვერდითაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაზე ხშირად სწორად ტელეფონის სისუფთავეზე ვიზრუნოთ. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ რითი შეიძლება ამის გაკეთება.
ასე თქვენ თავს დაიცავთ ბაქტერიებისგან, თუმცა იყავით თანმიმდევრული, მაგალითად ამ პროცედურის შემდეგ ტელეფონი ისევ ჭუწყიან ზედაპირზე არ მოათავსოთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველთვის როდესაც ტავად დაიბანთ ხელებს. სუფთა ხელით ჭუჭყიან ტელეფონზე შეხება თქვენს ხელებს ისევ ბინძურად აქცევს. მეორე დივაისი რომელიც ძალიან ხშირად ხდება შეხების საგანი, არის სამუშაო კომპიუტერი. რამდენჯერ ვეხებით ხელით კლავიატურას და რამდენჯერ ვეხებით სპონტანურად დაუბანელი ხელებით. გახსოვდეთ პრინციპი აქაც მარტივია, ხელს რომ დაიბანთ გაწმინდეთ კომპიუტერის ზედაპირიც. აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი გასაწმენდი საშუალებები. არ დაგავიწყდეთ ეკრანის გაწმენდა და რაც მთავარია მაუსი, რომელსაც ასევე ხშირად ვიყენებთ და ზოგჯერ გვავიწყდება რომ ეს ნივთიც ბაქტერიების ბუდეა, ისევე როგორც ყველა სხვა რომელსაც ხშირად ვეხებით. პულტი სასაცილოდ ჟღერს, თუმცა პულტი ოჯახებში საუკუნეების მანძილზე არ იწმინდება, თუმცა მას ყველანი ვეხებით, ოჯახის ყოველი წევრი და მიუხედავად იმისა, რომ პულტი სახლის განუყოფელი ნაწილია, მაინც ბინძურდება. ყორსასმენს ყოველდღიურად არ ვეხებით, მაგრამ ის მაინც ბაქტერიების ბუდედ იქცევა გარკვეული დროის შემდეგ. ეს ნივთიც, იმ ხშირად გამოყენებული ნივთების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა გავწმინდოთ სადეზინფექციო საშუალებებით, თუმცა ძალიან ფრთხილად. ამ დივაისის სინესტით დაზიანება სხვებზე უფრო მარტივია, ამიტომ ბამბა სულ ოდნავ უნდა იქნეს დანამული. რადგან ყურსასმენს პირდაპირი შეხება აქვს სახესთან გირჩევთ უცნობი სადეზინფექციო ხსნარები არ გამოიყენოთ, ალერგიის თავიდან აცილების მიზნით. უბრალოდ სპირტი ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნება. ბოლო დროს მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის გამო, ყველას გაახსენდა სიფრთხილე და ბაქტერიებთან ბრძოლა აუცილებელ პირობად იქცა, თუმცა საკუთარი დივაისების ამგვარად მოვლა ისედაც ყოველთვის აუცილებელი იყო. ზომების გაძლიერების მიზნით მეცნიერები გვირჩევენ რომ ხელი ნახევარ საათში ერთხელ დავიბანოთ. ამისთვის შეგვიძლია შემახსენებელი გამოვიყენოთ ტელეფონზე და სწორედ ამ დროს გავწმინდოთ ყველა ის დივაისი რომელსაც დღის განმავლობაში ვეხებით. ამ და სხვა სიფრთხილის ნორმების დაცვით ვიცავთ საკუტარ თავს და ახლობლებს, ჩვენ ხომ უსულო საგნის გარდა ვეხებით ადამიანებს, საკუთარ სახეს და საკვებს რომელსაც მივირთმევთ. შეინარჩუნეთ ჯანსაღი სიფრთხილე და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას!
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)