00:08 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 10:16:08, 976 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფები. ჯგუფის წევრებს გავლილი აქვთ უსაფრთხოების შესაბამისი ტრენინგები.

ისინი სპეციალური სადეზინფექციო-სადისპერსიო აღჭურვილობითა და შესაბამისი ეკიპირებით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და შესაბამისი ხსნარებით დამუშავდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის რუსთავის ფილიალის შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები. ასევე, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს სამუშაო სივრცეები, შიდა ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრები.

დეზინფექცია ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების შენობების სრულ პერიმეტრზე, მათ შორის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ჩატარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics