|
2015-08-06 17:14:19, 988 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ ახალი ფილიალი ზუგდიდში გაიხსნა
„ვითიბი ბანკმა“ ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. ფილიალი ზვიად გამსახურდიას 31 ნომერში მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ზუგდიდში ვითიბი ბანკის ფილიალის გახსნას დაესწრნენ: სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე - კახაბერ რუსია; ქალაქ ზუგდიდის მერი - ირაკლი გოგოხია; სხვა ოფიციალური პირები და ვითიბი ბანკის ხელმძღვანელობა. ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ვითიბი ბანკი განაგრძობს ქსელის განვითარებას, თბილისსა და რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ ზუგდიდში ჩვენი ბანკის ფილიალი გაიხსნა. საფინანსო სისტემის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ისე ცალკეული რეგიონისთვის. სამეგრელოს მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, ვითიბი ბანკი აქტიურად დააფინანსებს მსხვილ, საშუალო, მცირე და აგრო ბიზნესს, ამასთან ერთად ფიზიკურ პირებს ხელმისაწვდომ საბანკო მომსახურებას შევთავაზებთ. ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის ფილიალი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონის ეკონომიურ წინსვლაში და ბიზნეს სექტორის განვითარებაში. დღეს ვითიბი ბანკი საქართველოში 33 წერტილით არის წარმოდგენილი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)