05:11 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 12:09:44, 1469 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტომ ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა.

მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალში მოქალაქეთა მისაღებ სამუშაო მაგიდებზე დამცავი მინები უკვე დამონტაჟდა. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დამცავი ბარიერებს დამონტაჟება უახლოეს დღეებში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, ისევე როგორც უწყების სხვა დეპარტამენტებში, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. სწორედ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics