|
2020-03-11 12:13:57, 1544 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა
„ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, LCD Berlin Awards-ის გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიაზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის მერმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. „მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ჩვენი ხალხი, კულტურა და ტრადიციები, ჩვენი ღირსშესანიშნავი ადგილები. ძალიან მიხარია და მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო, ვინც უშუალოდ ჩართული იყო კონკურსის დოკუმენტაციის მომზადებაში - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ყველას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, კონკურსში გამარჯვება პირდაპირ აისახება ტურისტების რაოდენობის ზრდასთან, რაც დედაქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. „ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვავითაროთ - გაკეთდეს სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ჩავრთოთ საქმეში. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ვარ იმ ქალაქის მერი, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია და კულტურა აქვს. მეამაყება, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა მსოფლიოშია განთქმული. ჩვენი მეგობრობა და ეს ურთიერთობები, რაც გვაქვს მართლაც მოსაფრთხილებელი და დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ. დაჯილდოების მე-6 ცერემონიაზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. კონკურსის მიზანია, ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)