|
2020-03-10 22:48:13, 17519 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - ახალი რვა შემთხვევიდან, ხუთ ადამიანს კორონავირუსი თვითიზოლაციაში ყოფნისას გამოუვლინდა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტი მოთავსებული იყო ინფექციურ საავადმყოფოში და მას ჰქონდა კონტაქტი იტალიიდან ჩამოსულ, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეხუთე ადამიანთან. მისივე ინფორმაციით, ხუთ ადამიანს, ახალი ტიპის კორონავირუსი თვითიზოლაციაში ყოფნის დროს გამოუვლინდა. „ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია და 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი მათგანი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა პაციენტ ნომერ ხუთთან. ის თავის მოვალეობას ასრულებდა, რაშიც გასამრჯელო აიღო და ვარაუდობს, რომ მას ვირუსი ფულისგან გადედო. ხოლო კორონავირუსი ასევე 5 იმ ადამიანს გამოუვლინდა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რამდნეიმე დღის წინ ვირუსი არ დაუდასტურდათ. მათ კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ქალბატონთან, რომელიც ჩვენთან მე-8 დღეა წევს. ახლა გყვავს ორი დიდი ჯგუფი რომელმაც იმოგზაურა იტალიაში",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით მისთვის უცნობია ახლად დაინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა 23 დაინფიცირებულიდან, მხოლოდ ერთს აღენიშნება სიმძიმე. მისივე თქმით, ქვეყანაში ინფექციის შიდა გადაცემები არის მინიმალური. ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)