|
2020-03-10 15:20:46, 2725 ნახვა
პოლიტიკა
15 დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ბრუნდებიან
15-დღიანი ტყვეობის შემდეგ, მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები აფრიკიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში მეკობრეთა ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დახვდებიან. თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა, Oceangold Tankers Inc-მა ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად და გამოავლინა კრიზის მართვის მაღალი უნარები, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა გათავისუფლების პროცესი. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები თავად ჩამოიყვანენ მეზღვაურებს საქართველოში. „აღვნიშნავთ, რომ გემთმფლობელთან ერთად პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და შედეგის სწრაფად დადგომისთვის ყველა მხარემ კოორდინირებულად იმოქმედა“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა. ცხრა მეზღვაური, მათ შორის ოთხი ქართველი, აფრიკის სანაპიროსთან 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ALPINE PENELOPE-ზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად დაატყვევეს. მეზღვაურები 6 მარტს გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)