|
2020-03-10 13:32:40, 2486 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ ჩაითვლება შემდგარად, თუ არ შესრულდება შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ დევნას ეხება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ ჩაითვლება შემდგარად, თუ არ შესრულდება შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება პოლიტიკურ დევნას. მისი თქმით, ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს მხოლოდ საარჩევნო ცვლილებას. „კონსტიტუციურ ცვლილებებს სჭირდება გარკვეული პერიოდი და სწორედ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მოიძებნოს შესაძლებლობა, რომელიც იქნება მისაღები როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიხიისთვის, რათა შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელიც აიღო ხელისუფლებამ მოლაპარაკებების დროს. თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, შეთანხმება ვერ ჩაითვლება შემდგარად და ჩვენ შესაბამისად, არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას თუ არ შესრულდა შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება პოლიტიკურ დევნას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)