|
2020-03-10 12:36:50, 2257 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ჩამოყალიბება იგეგმება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების განაწილების შესახებ - პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს. "დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს. თბილისში ვფიქრობთ 7 ოლქი უნდა გაკეთდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი - იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს მთელი მიმდებარე სოფლების დამატება, ფოთის შემთხვევაში საჭირო გახდება დამატებით ორი მუნიციპალიტეტის შეყვანა მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი იქნება ერთი დამოუკიდებელი ოლქი. სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი მანევრირების საშუალება არ არის. ერთ - ერთი მთავარი მიზეზი არის ბუნებრივია, ევროსაბჭოს სტანდარტი, რომლის მიხედვით გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)