|
2020-03-09 15:22:42, 2450 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე - ვიდრე ზეპირი შეთანხმება წერილობით არ გაფორმდება,მშვიდად ვერ ვიქნები
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის ზეპირი შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მიაღწია, კონტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში წერილობით უნდა იქნას ასახული. როგორც ბესელია აღნიშნავს, ვიდრე კანონპროექტს სამივე მოსმენით არ მიიღებენ, მშვიდად ვერ იქნება. „ის, რაც ზეპირი შეთანხმების სახით მოვისმინეთ, ეს ყველაფერი უნდა დაიდოს წერილობით და ოთხშაბათს უკვე უნდა დაიწყოს ინიცირების პროცესი როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში. ამდენად, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ ყურადღებით რათა ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს. ვიდრე სამივე მოსმენით მიღებული არ იქნება, მე პირადად ვერ ვიტყვი რომ მშვიდად ვარ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)