|
2020-03-09 13:36:49, 1616 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი საარჩევნო სისტემაზე - შეთანხმება გააძლიერებს დემოკრატიას და საქართველოს ერთი ნაბიჯით დააახლოვებს ნატოსთან
„შეთანხმება გააძლიერებს დემოკრატიას და ერთი ნაბიჯით დააახლოებს ნატოს პარტნიორობასთან“, - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ გრძელი გზა იყო შეთანხმებამდე, მაგრამ დემოკრატიის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგა. „დემოკრატია მარტივი არაა, ის რთული საქმეა, მაგრამ უდაოდ ღირს ამად. მინდა ქართველ ხალხს მივულოცო პროდემოკრატიული რეფორმის მიღწევა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ. მივესალმები იმ პოლიტიკური პარტიების ჩართულობას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მოლაპარაკების მიღწევაში, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის არჩილ თალაკვაძისა და აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის ჩართულობას. გრძელი გზა იყო შეთანხმებამდე, მაგრამ ეს კომპრომისი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგა. ვამაყობ, რომ ამ გადაწვეტილების ჩემი როლი შევიტანე. გავაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო აშშ-ს პარტნიორად დარჩეს. ეს შეთანხმება გააძლიერებს დემოკრატიას და ერთი ნაბიჯით დააახლოებს ნატოს პარტნიორობასთან. მე გავაგრძელებ საქართველოში ვიზიტსა და პოზიტიური მომენტების შექმნას“, - წერს ადამ კინზინგერი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)