|
2020-03-09 10:58:06, 1366 ნახვა
პოლიტიკა
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს განიხილავს. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ ცვლილებები რომელიც ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოებისა და დასვენების დღეებში გაწეული მუშაობის ანაზღაურებას ეხება აუცილებად გასატარებელია. „ცვლილება ეხება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, რომელიც ჩვეულებრივ სამუშაო დროსთან შედარებით ერთნახევარი ოდენობით უნდა ანაზღაურდეს. ცვლილება ეხება ღამის შრომას და დასაქმებული არასრულწლოვნების შრომას, რომელიც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. კანონში ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რომ დამსაქმებელს გაუჩნდება სამუშაო საათების წარმოებისა და აღრიცხვის ვალდებულება. როგორც უმრავლესობამ ისე სხვამაც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა მანამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ჩააგდო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)