|
2020-03-09 10:38:59, 1477 ნახვა
პოლიტიკა
ხელისუფლებასთან შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომას არ დაესწრება. მისი თქმით, საპარლამენტო მუშაობაში დაბრუნების საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც ხელისუფლების მიერ დადებული ყველა პირობა შესრულდება. „ბიუროს სხდომას ჩვენ დღეს არ დავესწრებით. საპარლამენტო მუშაობაში დაბრუნების საკითხი განხილული იქნება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დარეგისტრირდება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი და შესრულებული იქნება ხელისუფლების მიერ დადებული ყველა პირობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)